აფიშახელოვნება

მოსკოვის თეატრი “პეტრე ფომენკოს სახელოსნო” თბილისში გასტროლებს გამართავს

6 მარტი, 2015 • • 2046
მოსკოვის თეატრი “პეტრე ფომენკოს სახელოსნო” თბილისში გასტროლებს გამართავს

მაყურებელი იხილავს პეტრე ფომენკოს დადგმებს: „მგლები და ცხვრები“ (ა. ოსტროვსკის პიესის მიხედვით) და „ოჯახური ბედნიერება“ (ლ. ტოლსტოის რომანის მიხედვით). 

 

„პეტრე ფომენკოს სახელოსნოს“ გასტროლების მსვლელობისას გრიბოედოვის თეატრის ფოიეში გაიმართება გამოფენა მიძღვნილი პეტრე ფომენკოს შემოქმედებისადმი და თეატრის 20 წლის იუბილესადმი. 

 

პეტრე ფომენკო (1932-2012) – რეჟისორი, პედაგოგი, რუსეთის სახალხო არტისტი, თეატრის „პეტრე ფომერნკოს სახელოსნოს“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, მუშაობდა ლენინგრადის ნ. აკიმოვის სახ. კომედიის თეატრში, ვლ. მაიაკოვსკის, ევგ. ვახტანგოვის, მოსსოვეტის სახ. თეატრებში, „სატირიკონში“ და სხვა. 1981 წელს დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა გიტისში. მისი მოწაფეები არიან რეჟოსორები: სერგეი ჟენოვაჩი, მინდაუგას კარბაუსკისი, ივან პოპოვსკი, ვლადიმირ ეპიფანცევი, სერგეი პუსკეპალისი და სხვა. 1993 წელს პეტრე ფომეკოს სამსახიობო-სარეჟისრო ჯგუფს გიტისში თეატრის სტატუსი მიენიჭა.

 

პეტრე ფომენკოს გარდაცვალების შემდეგ თეატრს სათავეში ჩაუდგა რეჟისორი და პედაგოგი, „სახელოსნოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი ევგენი კამენკოვიჩი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი