კინოხელოვნება

“ჩემი საბნის ნაკეცი” თბილისის კინოთეატრებში

10 ივნისი, 2014 • • 2267
“ჩემი საბნის ნაკეცი” თბილისის კინოთეატრებში

73-წუთიანი მხატვრული ფილმის მსოფლიო პრემიერა 2013 წლის 7 თებერვალს ბერლინის 67-ე კინოფესტივალზე, სექცია პანორამაში მოეწყო. მთავარ როლებში არიან: თორნიკე ბზიავა, თორნიკე გოგრიჭიანი, ავთანდილ მახარაძე. 

 

ფილმის სინოფსისი შეეხება ორ ახალგაზრდას- დიმიტრისა და ანდრეის, რომლებიც ახლო მომავლის ქართულ ქალაქში ცხოვრობენ. ამ პატარა პროვინციული ქალაქის კონფორმიზმისგან თავის დასაღწევად ისინი მისტიკურ ტყეს აღმოაჩენენ. შემდეგ ანდრეი უგზოუკვლოდ დაიკარგება. მალე დიმიტრი შეიტყობს, რომ ანდრეი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

 

სასამართლო დიმიტრის უცნაურ ჩვენებას ანდრეის ტყეში გაუჩინარების შესახებ სიცრუედ მიიჩნევს და ანდრეის ასმართლებენ. თითქოს ყველაფერი უკვე წაგებულია, თუმცა დიმიტრის აზროვნებაში სულიერი ამბოხება იწყება.

 

ფილმმა მონაწილეობა მიიღო ბერლინის, ჰონგ-კონგის, ერევნის, ლოკარნოს, ბათუმის, ლისაბონის, მუმბაის, კიევის, სან-პაულუს, ბერნის, სკოპიეს, კერალას, აზია-წყნარი ოკეანეთის, პრაღის, აღმოსავლეთ ევროპის კინოფესტივალებში. 

ზაზა რუსაძის ფილმი ჩემი საბნის ნაკეცი
ზაზა რუსაძის ფილმი ჩემი საბნის ნაკეცი

“ჩემი საბნის ნაკეცი” შ.პ.ს. “ზაზარფილმში” შეიქმნა. “ზაზარფილმი” 2007 წლის მარტში დაარსდა. მისი დამფუძნებელია რეჟისორი ზაზა რუსაძე. “ზაზარფილმი” მიზნად ისახავს საავტორო დოკუმენტური და მხატვრული ფილმების განვითარებას, წარმოებასა და დისტრიბუციას.

 

2013 წელს “ზაზარფილმმა” დაასრულა მუშაობა მის პირველ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე „ჩემი საბნის ნაკეცი“. ზაზა რუსაძის სარეჟისორო დებიუტის მსოფლიო პრემიერა ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში შედგა და ფილმმა პანორამის სექცია გახსნა. 

 

2013 წელს “ზაზარფილმი” საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და EFP (European Film Promotion)-ს მიერ შერჩეული იქნა კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში Production on tthe Move მონაწილეობის მისაღებად. „ჩემი საბნის ნაკეცის“ საფესტივალო ცხოვრების პარალელურად, “ზაზარფილმი” ამჟამად რამდენიმე დოკუმენტური და მხატვრული ფილმის პროექტებს ანვითარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი