აფიშახელოვნება

ბეთლემის უბნის ფესტივალი 2014

18 მაისი, 2014 • • 1025
ბეთლემის უბნის ფესტივალი 2014

წელს ფესტივალის პროგრამის ფარგლებში გაიმართება ფერწერული ტილოების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს უორკშოფს თემაზე – „ყვავილების მოვლის ხელოვნება”; ფესტივალის სტუმრებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და ქალთა სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივი „დისველი“ შესაძლებლობას მისცემს, დააგემოვნონ სოფლის მეურნეობის უგემრიელესი ნაწარმი; პატარებს გაახალისებს მოწვეული ჯამბაზი, ასევე, მოეწყობა საინფორმაციო სტენდი საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს შესახებ; პარკური, კლდეზე ცოცვა და სხვა სიურპრიზი. საღამო დასრულდება კონცერტით.


აღნიშნულ ღონისძიებას ტრადიცია ჩაეყარა ICOMOS საქართველოს მიერ განხორციელებული პროექტის „თემზე დაფუძნებული ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდებოდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.


ამ დღეს ბეთლემის კლდისუბანი და მეგობრები გიწვევთ დატკბეთ ძველი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული უბნის ხიბლით, ზემო ბეთლემის ტაძრის ბაქანიდან გადაშლილი ქალაქის ხედით და ძველი თბილისური გარემოთი.


ფესტივალს პარტნიორობას უწევს თბილისის მერია, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღი.

მასალების გადაბეჭდვის წესი