ხელოვნება

ბათუმის საზაფხულო თეატრი ახალგაზრდულ თეატრალურ კვირეულს უმასპინძლებს

1 მაისი, 2014 • • 2809
ბათუმის საზაფხულო თეატრი ახალგაზრდულ თეატრალურ კვირეულს უმასპინძლებს

კვირეული 1, 2  და 3 მაისს გაიმართება. სპექტაკლებს ბათუმის საზაფხულო თეატრი უმასპინძლებს. კვირეულში მონაწილეობენ ბათუმის, ქუთაისის, თბილისისა და რუსთავის თეატრალური დასები. 

 

კვირეულის  ფარგლებში, ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქების თეატრალური დასები ბათუმის  საზაფხულო თეატრში წარმოადგენენ სპექტაკლებს, რომელთა მონაწილეებიც პროფესიონალი და არაპროფესიონალი ახალგაზრდა მსახიობები არიან.

 

ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალი ბათუმში
ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალი ბათუმში

სპექტაკლების გარდა დაგეგმილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული „თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის“ დირექტორის, ლაშა ჩხარტიშვილის მასტერკლასი თანამედროვე თეატრის შესახებ, რომელიც მსახიობთა პროფესიული განვითარების მიზნით გაიმართება. 

 

ბათუმში მოეწყობა თეატრალური მსვლელობა და 2-3 მაისს, სპექტაკლების პარალელურად, ფოტოგამოფენა გაიმართება.

 

სპექტაკლების გაიმართება 2 და 3 მაისს, საღამოს 18:00 საათიდან. მონაწილე დასები ორი დღის განმავლობაში წარმოადგენენ თითო-თითო სპექტაკლს. 2 მაისს ქუთაისის ახალგაზრდული დასი 19:00 საათზე მოლიერის “დონ ჟუანს” ითამაშებს. იმავე დღეს რუსთავის თეატრალური დასი “ბრავო” – დენის კელის “დნმ”-ს, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება. 

ბათუმის საზაფხულო თეატრი
ბათუმის საზაფხულო თეატრი

3 მაისს თეატრალური კვირეული დაეთმობა თბილისისა და ბათუმის დასებს. თბილისის თეატრალური დასი “არტ-გრუნი” ემანუელ შმიტის “სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე” ითამაშებს. წარმოდგენა 18:00 საათზე დაიწყება. 19:00 საათზე ბათუმის თეატრალური დასი “ნეფტუნი” ო. ქათამაძის  “აიეტს” წარმოადგენს. 

 

ახალგაზრდული თეატრალური კვირეულის ორგანიზატორია ახალგაზრდული ორგანიზაცია „არტ ვეი“. თეატრალური კვირეული წელს  პირველად ეწყობა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი