ხელოვნება

თბილისის არქეოლოგიური შესწავლისთვის საკრებულომ ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი გამოიყო

1 აპრილი, 2014 • • 2024
თბილისის არქეოლოგიური შესწავლისთვის საკრებულომ ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი გამოიყო

თბილისის საკრებულოს განცხადებით, დედაქალაქში არსებული არქეოლოგიურ ძეგლების შესწავლის მიზნით სულ 250 ათასი ლარია გამყოფილი. ამ ეტაპზე იგეგმება ორმოცი სებასტიანელის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების დაფინანსება. 

 

საკრებულოს პრესსამსახურის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს სპეციალისტებთან მუშაობა, რომ სებასტიანელების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის გარდა სხვა არქეოლოგიური ობიექტების შესწავლაც იგეგმა და ამჟამად მიმდინარეობს სპეციალისტებთან კონსულტაციები, თუ რომელი ობიექტი დაემატება ნუხას. 

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და მისმა მოადგილემ ჯაბა სამუშიამ დღეს, 12:30 საათზე აბანოთუბანში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების  სამუშაოები დაათვალიერეს და იქ მომუშავე სპეციალისტებს პროცესში საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის შესახებ ესაუბრნენ. 

არქეოლოგ მერაბ ძნელაძის განმარტებით, არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი გალავანი მეხუთე- მეექვსე საუკუნისაა, ანუ იმ პერიოდის, როდესაც საქართველოს დედაქალაქმა მცხეთიდან თბილისში გადმოინაცვლა.  

 

თბილისის ბიუჯეტიდან არქეოლოგიური სამუშაოების ფინანსური მხარდაჭერის საჭიროებაზე საუბრები გასული წლის აგვისტოდან დაიწყო. 12 აგვისტოს თბილისის საკრებულოში არქეოლოგმა მერაბ ძნელაძემ საკრებულოში გამართულ პრეზენტციაზე განაცხადა, რომ აუცილებელია თბილისის ბიუჯეტში იყოს თანხა გათვალისწინებული თბილისის არქეოლოგიური ობიექტებისთვის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი