კინოხელოვნება

2014 წლის “სეზარის” ნომინანტები დასახელებულია

1 თებერვალი, 2014 • • 2517
2014  წლის “სეზარის”  ნომინანტები დასახელებულია

რიგით 39–ე ცერემონია, 28 თებერვალს პარიზში,  შატლეს თეატრში გაიმართება, რომელსაც მსახიობი სესილ დე ფრანსი უმასპინძლებს.


2014 წლის სეზარის ნომინაციებში  მონაწილეობის მიღებისთვის სავალდებულოა, რომ ფილმი კინოთეატრებში 2013 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე შუალედში იყოს გამოსული. ხმის მიცემა ორ ეტაპად მიმდინარეობს, საბოლოო, მე–2 ტური კი 10 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს საფრანგეთის დროით 16:00 სთ–ზე, ცერემონიის დღეს დასრულდება.

 

2014 წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წარდგენილია შემდეგი ფილმები: ‘’ადელის ცხოვრება’’(La vie d’Adèle),  „ბიჭებო და გიომ, სუფრასთან!( Les Garçons et Guillaume, à table!), ‘’ვენერა ბეწვის ქურქში’’(La Vénus à la fourrure), ‘’წარსული’’(Lepassé), ‘’უცნობი ტბიდან’’(l’inconnu du lac),  ‘’ჯიმი პ.’’(Jimmy P.) და ‘’9 mois ferme’’.

 

ქალის საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებლის  ჯილდოს პრეტენდენტები –  კატრინ დენევი (Elle s’en va ), ფანი არდანი (Les beaux jours), ბერენის ბეჯო( Le passé), ლეა სეიდუ (La vie d’Adèle), სარა ფორესტიე (Susanne), სანდრინ კიბერლენი(Neuf mois ferme) და  ემანუელ სენიე (La Vénus à la fourrure ) არიან.

 

ხოლო მამაკაცის – გიომ გალიენი ფილმიდან („ბიჭებო და გიომ, სუფრასთან!), მიშელ ბუკე (‘’რენუარი’’), ალბერ დიუპონტელი (9 mois ferme), ფაბრის ლუჩინი (Alceste à Bicyclette), მატიე ამალრიკი (Jimmy P.), გრეგორი გადებუა (Mon âme par toi guérie)  და მადს მიკელსენი ფილმიდან (Michael Kohlhaas).

 

წლის საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძლებენ რეჟისორები:  აბდელატიფ კეშიში (La vie d’Adèle), ალბერ დიუპონტელი (9 mois ferme), გიომ გალიანი (Les garçons et Guillaume à table! ), რომან პოლანსკი (La vénus à la fourrure ),არნო დეპლეშენი(Jimmy P.), ალან გიროდი (L’inconnu du lac ) და ასგარ ფარადი ( Le Passé ).

 

კინოაკადემიის ერთ–ერთი გამორჩეული ნომინაციაა– ‘’იმედისმომცემი საუკეთესო მსახიობი’’, სადაც ნომინანტთა შორის მარინ ვაკტი – ფილმიდან ‘’ახალგაზრდა და ლამაზი’’(Jeune et jolie) და ადელ ეგზარკოპულოსი – ფილმიდან ‘’ადელის ცხოვრება’’ (La vie d’Adèle) არიან.

 

აღსანიშნავია 2014 წლის სეზარის  დაჯილდოვების აფიშა, რომელზეც სეზარით ყველაზე მეტჯერ დაჯილდოებული ფრანგი მსახიობი –  იზაბელ აჯანია გამოსახული, ფილმიდან ‘’დედოფალი მარგო’’(1994), მისი რეჟისორის –  პატრის შეროს ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.

 

“სეზარის” ნომინანტების სრული სია იხილეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი