ხელოვნება

Coolio თბილისში კონცერტს გამართავს

10 დეკემბერი, 2013 • • 2014
Coolio თბილისში კონცერტს გამართავს

რეპერი საქართველოს სამწევრიანი ბენდით ეწვევა და ერთსაათიან კონცერტს გამართავს. კლუბ “მოსკოვის” დირექტორის, ნინო ბახტაძის თქმით, კლუბში შესვლა 60 ლარი ღირს, ხოლო ექვსკაციანი მაგიდა – 200 ლარი, ათკაციანი მაგიდა 180 ლარი ეღირება.

 

23 წლამდე ასაკის ადამიანებს კონცერტზე დასწრების უფლება არ ექნებათ. ბახტაძის თქმით, ეს რეპერის მოთხოვნაა და ასაკობრივი ცენზის დაწესების მიზეზი არ იცის. ისინი რეპერთან მუშაობენ იმაზე, რომ ასაკობრივი ზღვარი 21 წლამდე დაწიონ. 

 

Coolio სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაჩერდება. იგი საქართველოში ერთ კონცერტს გამართავს და 12 დეკემბერს, ღამე თბილისს დატოვებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი