ხელოვნება

“ვარდების რევოლუციის” ათი წლისთავი რიყეზე აღინიშნება

19 ნოემბერი, 2013 • • 3000
“ვარდების რევოლუციის” ათი წლისთავი რიყეზე აღინიშნება

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის მალხაზ ფიროსმანიშვილის თქმით, 23 ნოემბერს “რიყის პარკში” ფოტოების, ნახატების და ფლორისტების გამოფენა იგეგმება. ღონისძიებას კონცერტი დააასრულებს. 

 

ფიროსმანიშვილის თქმით, კონცერტში მონაწილე მომღერლების ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, ბევრმა მომღერალმა ისურვა კონცერტში მონაწილეობა. 

 

რიყის პარკი
რიყის პარკი

“ვარდების რევოლუცია”, მისი შედეგებიდან გამომდინარე, არის საერთო სახალხო მონაპოვარი. პირველ რიგში, ხალხმა უნდა აღნიშნოს. ჩვენ უნდა აღვნიშნავდეთ ასეთ თარიღებს, როგორიც არის, მაგალითად, დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღი. თუ ხელისუფლება არ აღნიშნავს, არ ნიშნავს, რომ ხალხს არ ემახსოვრება და არ აღნიშნავს”,- თქვა მალხაზ ფიროსმანაშვილმა. 

 

ფიროსმანიშვილის თქმით, ტექნიკური საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა სცენის მოწყობა, თბილისის მერიის იმედი აქვთ, რადგან მერიას აქვს დიდი გამოცდილება, ხოლო მომღერლები უსასყიდლოდ მიიღებენ მონაწილეობას კონცერტში. 

 

ღონისძიების ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები- “პროპატრია”, “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის”, “პროფესიონალთა კლუბი” არიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი