ხელოვნება

ქართველი ჯარისკაცების ფოტოები და ფეისბუქის წერილები გამოიფინა [Video]

12 აგვისტო, 2013 • 1581
ქართველი ჯარისკაცების ფოტოები და ფეისბუქის წერილები გამოიფინა [Video]

გამოფენის ავტორი, სამხედრო ფოტოგრაფი ზაირა მიქატაძე, აფახეთის ომის ვეტერანია. მისი თქმით, ამ გამოფენის მოწყობა “ნიუ იორკ თაიმსის”აისაფის მისიაში მონაწილე ჯარისკაცებისთვის რეპუტაციის შემლახველი სტატიის გამოქვეყნება იყო. ავტორის აზრით, გამოფენის მოწყობის გზით საზოგადოებისთვის შესაძლებელი ხდება ინფორმაცია მიიღოს ქართველი ჯარისკაცების შესახებ ავღანეთში. 

 

ზაირა მიქატაძის თქმით, გამოფენაზე თავი მოიყარა 11-მა წერილმა, რომელიც ჯარისკაცებმა ფეისბუქში მისწერეს თავიანთ მეგონბრებსა და ნათესავებს. ეს წერილები, მიქატაძის თქმით, თავად ჯარისკაცებმა მიაწოდეს ჰელმანდის პროვინციაში გადაღებულ 46 ფოტოსთან ერთად.

 

 “რამდენადაც ზუსტად ვიცოდი, თუ რას აკეთებენ ჩვენი ჯარისკაცები ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, გადავწყვიტე პასუხი გამეცა რაიმე ღონისძიებით ამ სტატიისთვის. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ოჯახის, საკუთარი სოცოცხლის დაცვაც მოიაზრება,”- განაცხადა მიქატაძემ. 

 

“ძალიან მნიშვნელოვანია იმ დღეების, იმ ცხოვრების წესის საზოგადოებისვის გაცნობა, რასაც ჩვენი ჯარისკაცები ეწევიან ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას აკეთებს მისი ჯარისკაცი, როგორ ცხოვრობს, როგორი ურთიერთობა აქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან, რაც აქ გამოფენილია,”- განაცხადა შეიარაღებული ძალების სერჟანტმა, ალუდა კოპალიანმა. 

 

კოპალიანის თქმით, ასეთი გამოფენა დიდი მოტივაციაა ჯარისკაცისთვის, რომ მასზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულოს.

 

მიქატაძის თქმით, ეს ფამოფენა სხვა ქალაქებსა და საგამოფენო სივრცეებშიც გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი