კინოხელოვნება

“ამირანი 2013”-ისთვის ფილმების რეგისტრაცია დაიწყო

12 თებერვალი, 2013 • • 1177
“ამირანი 2013”-ისთვის ფილმების რეგისტრაცია დაიწყო

სტუდენტური კინოფესტივალი ამირანი
სტუდენტური კინოფესტივალი ამირანი

კინოფეს­ტი­ვა­ლი “ამი­რა­ნი” 1978 წელს დაარსდა, 1990 წელს არსებობა შეწყ­ვი­ტა და მხოლოდ 2007 წელს აღ­დ­გა შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, რის შემდეგაც ის უკვე საერთაშორისო მასშტაბისაა და ყოველწლიურად ტარდება.

 

2013 წლის 3–7 ივნისს აღდენილი “ამირანი” უკვე მეშვიდედ გაიმართება.

 

სტუდენტური ნამუშევრების წარდგენა ფესტივალზე როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტ კინემატოგრაფისტებს ონლაინ განაცხადის საშუალებით შეუძლიათ. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 2013 წლის 18 მარტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი