კინოხელოვნება

ფილმი დეივიდ ბოუვისა და იგი პოპზე, მთავარ როლში ბერლინით

11 თებერვალი, 2013 • • 1628
ფილმი დეივიდ ბოუვისა და იგი პოპზე, მთავარ როლში ბერლინით

იგი პოპი და დევიდ ბოუვი
იგი პოპი და დევიდ ბოუვი

ახალი ბიოგრაფიული ფილმი სახელწოდებით Lust For Life დეივიდ ბიუვისა და იგი პოპის ბერლინური კოლაბორაციის პერიოდზე მოახდენს ფოკუსირებას, სადაც მუსიკოსებმა ერთობლივად იმუშავეს ალბომებზე “Low”(ბოუვი), The Idiot და Lust for Life (იგი პოპი), რომლებიც მათ საუკეთესო ნამუშევრებად ითვლება.

 

ფილმის პროდუსერი, ეგოლი ტოსელი ამბობს, რომ “Lust For Life” არ იქნება ტრადიციული როკ ბიოპიკი, ფინალში ხომ არც ერთი ვარსკვლავი არ კვდება.” ჯერ–ჯერობით უცნობია ვინ შეასრულებს ბოუვის როლს, თუმცა, პროდუსერის თქმით, ფილმის ცენტრალური გმირი თავად დასავლეთ ბერლინი იქნება, რომელიც 70–იანებში უამრავ სხვადასხვა ხელოვანსა და საინტერესო მოვლენას იზიდავდა.

 

70–იანი წლების მიწურულს ბერლინში გატარებული დრო არის ცენტრალური თემა დევიდ ბოუვის ახალ სიმღერაშიც”Where Are We Now,” რომელიც მუსიკოსის პირველი ახალი სინგლია უკანასკნელი 10 წლის მანძილზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი