ახალი ამბები

მომღერალი თინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

24 მაისი, 2023 • 1677
მომღერალი თინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

მომღერალი თინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

BBC-ის ცნობით, ბოლო წლებში ტერნერს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა ჰქონდა, მათ შორის კიბო, ინსულტი და თირკმლის უკმარისობა.

თინა ტერნერმა თავდაპირველად პოპულარობა მოიპოვა ქმართან, აიკთან ერთად 1960-იან წლებში შესეულებული სიმღერებით, როგორიცაა Proud Mary და River Deep, Mountain High. იგი 1978 წელს დაშორდა აიკს და 1980-იან წლებში კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწია, როგორც სოლო არტისტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი