ხელოვნება

მემორანდუმი სომხეთთან, რომლითაც ძეგლებს სპეციალისტების მონაწილეობით აღადგენენ

18 იანვარი, 2013 • • 1104
მემორანდუმი სომხეთთან, რომლითაც ძეგლებს სპეციალისტების მონაწილეობით აღადგენენ

კულტურის მინისტრის სომხეთში ვიზიტის დროს სომხეთის კულტურის სამინისტროსა და ქართულ მხარეს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მსგავსიც, მინისტრის განცხადებთ, მეზობელ სახელმწიფოსთან ქართულ მხარეს წლების განმავლობაში არ გაუფორმებია:

 

“ეს არის  მემორანდუმი კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოებისათვის, დაკავშირებული ძეგლებთან, რომლებიც ძალიან მტკივნეულ თემად გვექცა ბოლო წლების განმავლობაში – სომხური ძეგლები საქართველოს ტერიტორიაზე და ქართული ძეგლები სომხეთის ტერიტორიაზე. ამ მემორანდუმის თანახმად, ორივე მხარე პასუხისმგებლობას იღებს ძეგლების მდგომარეობასა და მოვლა–პატრონობაზე. რაც მთავარია, რესტავრაცია გაკეთდება სომეხ და ქართველ სპეციალისტებთან შეთანხმებითა და მათი თანამონაწილეობით, რათა დაშვებული შეცდომები მნიშვნელოვან ძეგლებთან მიმართებაში აღარასოდეს აღარ გავიმეოროთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი