კინოხელოვნება

დედა, მამა, მე გეი ვარ – კინო ქამინაუთი

14 დეკემბერი, 2012 • • 1809
დედა, მამა, მე გეი ვარ – კინო ქამინაუთი

ლია ჯაყელმა ფილმზე მუშაობა ახლახან დაასრულა. “დედა, მამა, მე გეი ვარ” პირველად ქვემო ქართში აჩვენეს, თბილისის მაცხოვრებლები კი სტუფიამობილის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს პირველად ნახავენ.

“დედა, მამა, მე გეი ვარ” 50- წუთიანი დოკუმენტური ფილმია და გვიამბობს ლგბტ ადამიანების უფლებებზე. ფილმი კონკრეტული მაგალითებით აღწერს ლგბტ ადამიანების საჯარო სივრცეში არსებობის პრობლემატიკას. 

ფილმს რეალური გმირები ჰყავს, რეალური ისტორიებით და პრობლემებით, რომელიც მათ სექსუალური იდენტობის მიზეზით ექმნებათ.

რეჟისორმა ფილმი ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გადაიღო.

ფილმის ჩვენება დღეს, 6 საათზე, ბიოლის ფონდში გაიმართება, ფილმს ინგლისური სუბტიტრები აქვს, ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი