კინოხელოვნება

დიტო ცინცაძის ფილმი “შემოჭრა” ორი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა

5 ოქტომბერი, 2012 • 1222
დიტო ცინცაძის ფილმი “შემოჭრა” ორი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა

ცინცაძის „შემოჭრა” სანქტ-პეტერბურგის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა.

 

ფესტივალის საერთაშორისო ჟიურიმ სერბი რეჟისორის, ემირ კუსტურიცას თავმჯდომარეობით საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის დაწესებული პრიზი („ოქროს ანგელოზი”) მერაბ ნინიძეს გადასცა, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს.  ფილმში შესრულებული როლისთვის ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა ცნობილმა გერმანელმა მსახიობმა ბურგჰარტ კლაუსნერმაც.

 

მონრეალის მსოფლიო კინოფესტივალზე კი დიტო ცინცაძის “შემოჭრა” ჟიურის სპეციალური გრანპრით დაჯილდოვდა.

 

შვიდკაციანმა ჟიურიმ ბრიტანელი მსახიობის, გრეტა სკაკის თავმჯდომარეობით ფესტივალის მნიშვნელობით მეორე პრიზი ორ მონაწილეს გაუყო. დიტო ცინცაძესთან ერთად პრიზის მფლობელი ესპანელი რეჟისორი, იმანოლ ურიბე გახდა ფილმით „ფორთოხლის თაფლი”.

 

დიტო ცინცაძის „შემოჭრა” გერმანულ-ავსტრიული კოპროდუქციაა, თავად რეჟისორი მრავალი წელია გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს.

 
ფილმის ქართული პრემიერა თბილისის მე–13 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დეკემბერში გაიმართება.
 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი