ხელოვნება

“247°F”–ის პრემიერა დღეს შედგება

8 დეკემბერი, 2011 • 1080
“247°F”–ის პრემიერა დღეს შედგება

დღეს რუსთაველის კინოთეატრში პრემიერაა: “247°F”, კინოპროექტი, რომელიც ქართველმა რეჟისორებმა, ლევან ბახიამ და ბექა ჯგუბურიამ, ჰოლივუდის დაკვეთით გადაიღეს.

ფილმი საერთაშორისო აუდიტორიაზეა გათვლილი და მთავარ როლებში ჰოლივუდის მსახიობები მონაწილეობენ, მათ შორის:  Scout Tylor Compton, Travis Van Winkle რომელსაც მაყურებელი ფილმ “ტრანსფორმერებიდან” იცნობს, Tyler Mane, მსახიობი რომელიც  ცნობილ ფილმებში X-Men–სა და “ტროაში” მონაწილეობს.

ფილმის პრემიერა 2 ნოემბერს მსოფლიოში უმსხვილესი კინობაზრობის  „American Film Market“-ის ფარგლებში გაიმართა. ჩვენებას 140 ქვეყნის 200-ზე მეტი  დაინტერესებული კომპანია დაესწრო. მათ შორის ისეთი მსხვილი  კინო და ტელეკომპანიები,  როგორებიცაა –”Universal Pictures” და “Sony Pictures”.

ნამუშევარი, რომელიც რეალურ ისტორიას ეფუძნება, 4 მეგობრის ისტორიას გვიამბობს. ახალგაზრდები უქმე დღეების გასატარებლად ტბისპირა აგარაკზე მიდიან. თუმცა მხიარულება მას შემდეგ მთავრდება, რაც ფილმის გმირები მოულოდნელად საუნაში ჩაიკეტებიან, ტემპერატურა კი 247°F–ს აღწევს.

ფილმის ბიუჯეტი 2 მილიონი დოლარია, ქრონომეტრაჟი კი– 90 წუთი.  2012 წლის მაისიდან 247°F–ს მსოფლიოს არანაკლებ 46 ქვეყნის კინოეკრანებზე იხილავენ, ხოლო ქართული პრემიერა დღეს კინოთეატრ რუსთაველში შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი