ხელოვნება

“ბახმარო” APSA-ს ფესტივალზე წარადგინეს

22 ნოემბერი, 2011 • 1185
“ბახმარო” APSA-ს ფესტივალზე წარადგინეს
რეჟისორ სალომე ჯაშის ფილმი “ბახმარო” The Asia Pacific Screen Awards (APSA)–ს ფესტივალზეა წარდგენილი. ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალი 24 ნოემბერს გაიმართება.

The Asia Pacific Screen Awards(APSA) რეგიონის უდიდესი კინოდაჯილდოების ფესტივალია, აკადემია 70 ქვეყნიდან წარმოდგენილი საუკეთესო რეჟისორებისგან, ნომინანტებისგან, ჟიურის წევრებისგან შედგება.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, დაჯილდოებას დედამიწის ერთი მესამედი, 4 მილიარდამდე ადამიანი ადევნებს თვალყურს და ნახევარი მსოფლიოს საუკეთესო ფილმებია წარდგენილი.
ნომინაციებში გამარჯვებულებს ყოველწლიურად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომელიც მსოფლიოს სახელგანთქმული რეჟისორებისგან შედგება. 2011 წლის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა ნანსუნ ში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან. ჟიურიში ასევე შედიან წარმომადგენლები კანადიდან, ისრაელიდან, იაპონიიდან და ავსტრალიიდან.
ნომინაციები ოთხ კატეგორიად იყოფა:
1.საუკეთესო მხატვრული ფილმი
2.საუკეთესო ანიმაციური მხატვრული ფილმი
3.საუკეთესო საბავშვო მხატვრული ფილმი
4.საუკეთესო დოკუმენტურ–მხატვრული ფილმი
ასევე, ჯილდო გაიცემა საუკეთესო რეჟისურისთვის, სცენარისთვის, დამსახურებისთვის კინემატოგრაფიაში, მამაკაცის და ქალის საუკეთესო როლებისთვის. ასევე ჟიური გასცემს განპრის.

“ბახმაროში” ერთ შენობის და მასში მყოფი ადამიანების ისტორიაა ასახული. ადრე შენობა მთლიანად რესტორანს ეკუთვნოდა, ახლა კი მხოლოდ მის ერთი ნაწილიშია რესტორანი განთავსებული, სადაც მარტო მომსახურე პერსონალი და დირექტორია. იქ არავინ შედის. რესტორნის პერსონალი კი ზის და ელოდება, როდის შევა მასთან კლიენტი. მომლოდინე ადამიანები თავიანთ ისტორიებსს ყვებიან, როგორ ცხოვრობენ ახლა, როგორ ცხოვრობდნენ წარსულში.
„ბახმაროს“ პირველი ჩვენება აშშ–ს ერთ–ერთ კინოფესტივალზე 22 ივნისს შედგა. მას შემდეგ ფილმმა უამრავი ფესტივალი მოიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი