ხელოვნება

”რუსთაველი” და ”ამირანი” ინტერნეტპორტალებს სასამართლოში უჩივიან

4 ოქტომბერი, 2011 • 1167
”რუსთაველი” და ”ამირანი” ინტერნეტპორტალებს სასამართლოში უჩივიან

კინოთეატრების ქსელი ”რუსთაველი”  და ”ამირანი” იმ ვებპორტალებს უჩივიან, რომლებიც ფილმებს უკანონოდ ათავსებენ. მათი თქმით, ამის გამო კინოთეატრები ზარალდებიან.

საკითხის დასარეგულირებლად ”რუსთაველმა” და ”ამირანმა” ”საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაცის” მიმართა. სარჩელის მიხედვით, კინოთეატრები ფილმების ვებგვერდებზე უკანონო განთავსების აკრძალვას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 12:00 საათზე,  კინოთეატრ ”ამირანში” პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციაში კინოთეატრების წარმომადგენელი ირინა კილასონიძე და ”საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის” თავმჯდომარე გიგა კობალაძე მიიღებენ მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი