ჯიპიაი ჰოლდინგი მომხმარებლებს სრულად განახლებულ და გაუმჯოესებულ  ავტოდაზღვევის პროდუქტს სთავაზობს. ჯიპიაის პოლისით „ავტო აქტივი“  სარგებლობისას, დაზღვეული იღებს არა მხოლოდ ფინანსურ დაცვას სადაზღვევო შემთხვევის დროს, არამედ ყოველდღიურ სერვისებსა და სარგებელს, რომლებიც ავტომობილზე ზრუნვას უფრო მარტივს, კომფორტულსა და ნაკლებად ხარჯიანს ხდის.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ სიახლეებით სურთ საზოგადოებას დაანახონ, რომ ავტოდაზღვევა მხოლოდ ზარალის დროს კი არ სჭირდება ავტომფლობელს, არამედ ყოველდღიურობაში მანქანის მოვლას უმარტივებს. და რაც მთავარია, ამბობენ,რომ ავტომობილზე ზრუნვა იწყება ჯიპიაის დაზღვევით.

განახლებული პროდუქტი სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: პირად ავტოექსპერტს, ფასდაკლებებს ავტომობილის მოვლის სერვისებზე და ქულების დაგროვების შესაძლებლობას.

პირადი ავტოექსპერტი ჯიპიაის დაზღვევით

მანქანასთან დაკავშირებული პრობლემა ხშირად მხოლოდ დამატებით ხარჯს არ ნიშნავს. მძღოლმა უნდა გაარკვიოს, რა სჭირს ავტომობილს, რამდენად უსაფრთხოა მოძრაობის გაგრძელება, რომელ ხელოსანს მიმართოს და როგორ აკონტროლოს შეკეთების პროცესი. ამაში შეიძლება მთელი დღე დახარჯოს და პრობლემას მაინც ვერ მიაკვლიოს.

„ავტო აქტივის“ დაზღვეულს კი ჰყავს პირადი ავტოექსპერტი ვუვლისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაცია ჯიპიაის აპლიკაციაში და ვებგვერდზე  პირად კაბინეტშია ხელმისაწვდომი. მომხმარებელს შეუძლია ექსპერტს WhatsApp-ის საშუალებით მისწეროს, გაუგზავნოს პრობლემის აღწერა ან ფოტო და მიიღოს პროფესიონალური კონსულტაცია.

საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელი სერვისს ჯავშნის, პირადი ავტოექსპერტი კი ავტომობილს ჩაიბარებს, დიაგნოსტიკისა და შეკეთების პროცესს გაუწევს ორგანიზებას და გამართულ მანქანას მფლობელს უკან დაუბრუნებს. დაზღვეულს აღარ უწევს სანდო ხელოსნის დამოუკიდებლად მოძებნა, სერვისებში სიარული და სამუშაო პროცესის კონტროლი , ამ ყველაფერზე პირადი ავტოექსპერტი ზრუნავს.

რა თქმა უნდა მთელი ამ პროცესის განმავლობაში ავტომობილი დაზღვეულია.

“ვუვლი“ ევროპული კომპანია Global Assistance-ის წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია ევროპის ქვეყნებში წლებია წარმატებით საქმიანობს ავტომობილების მხარდაჭერისა და ასისტანსის მიმართულებით. საქართველოში „ვუვლი“  და ჯიპიაი , “ვენის სადაზღვევო ჯგუფის დახმარებით, ამ საერთაშორისო გამოცდილებას ადგილობრივ ბაზარზე ნერგავს და მომხმარებლებს ავტომობილის დიაგნოსტიკის, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების პროცესის ორგანიზებაში ეხმარება.

 ფასდაკლებები ავტომობილის მოვლის სერვისებზე

ავტომობილი ყოველდღიურ მოვლასა და რეგულარულ ხარჯებს საჭიროებს მაშინაც კი, როდესაც ავარია ან სხვა სადაზღვევო შემთხვევა არ ხდება.

ჯიპიაის ლოიალობის პროგრამა „ბრუნოს“ საშუალებით „ავტო აქტივის“ მომხმარებლებს შეუძლიათ პარტნიორ ობიექტებში სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით ისარგებლონ. შეღავათები ვრცელდება ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებაზე, მათ შორის მანქანის რეცხვაზე, ტექდათვალიერებასა და საწვავზე.

ამგვარად, ავტოდაზღვევა მომხმარებელს სარგებელს არა მხოლოდ ზარალის ანაზღაურებისას, არამედ ავტომობილის ყოველდღიური მოვლის პროცესშიც აძლევს.

 დააგროვე ქულები და გამოიყენე დაზღვევაში

„ავტო აქტივის“ კიდევ ერთი უპირატესობა ქულების დაგროვების შესაძლებლობაა. ლოიალობის პროგრამის ფარგლებში დაგროვილი ქულები მომხმარებელს შეუძლია დაზღვევის შესაძენად ან არსებული პოლისის განახლებისას გამოიყენოს.

ეს ნიშნავს, რომ დაზღვეული ყოველდღიური სარგებლის მიღებასთან ერთად აგროვებს ქულებს, რომლებიც შემდგომ მის სადაზღვევო ხარჯს ამცირებს.

განახლებული „ავტო აქტივი“ აერთიანებს ფინანსურ დაცვას, პროფესიონალურ მხარდაჭერასა და ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ სარგებელს. პროდუქტი განსაკუთრებით ღირებულია იმ მოწესრიგებული მძღოლებისთვისაც, რომლებსაც წლების განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევა არ მოსვლიათ — მათ შეუძლიათ დაზღვევის უპირატესობებით ყოველდღიურად ისარგებლონ.

შეიძინეთ „ავტო აქტივი“ და მიიღეთ პირადი ავტოექსპერტი, ფასდაკლებები ავტომობილის მოვლის სერვისებზე და ქულების დაზღვევაში გამოყენების შესაძლებლობა.

ავტომობილზე ზრუნვა იწყება ჯიპიაის დაზღვევით.