ეკონომიკა

კალაძე ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს

22 იანვარი, 2016 • 1102
კალაძე ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დოლართან მიმართებაში ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურების ფაქტს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს:

“რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მოხდა ლარის მცირედი გაუფასურება დოლართან მიმართებაში. თუნდაც აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესები: რა მდგომარეობაა, ნავთობის ვარდნა და ყველაფერი ეს”, – განაცხადა კალაძემ დღეს, 22 იანვარს.

ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმს გადააჭარბა – 2.4694. ეს 0.0249 ნიშნულით მეტია წინა დღის ფიქსირებულ კურსთან.

22 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

საქართველოში ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით მაქსიმალურ ნიშნულს 1999 წლის 23 თებერვალს მიაღწია – 1 აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. თუმცა,ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს – 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი