ახალი ამბებიეკონომიკა

ლარი დოლართან მიმართებაში 1.5 თეთრით, ხოლო ევროსთან – 2.3 თეთრით გაუფასურდა

8 აგვისტო, 2019 •
ლარი დოლართან მიმართებაში 1.5 თეთრით, ხოლო ევროსთან – 2.3 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 9 აგვისტოდან ლარი დოლართან მიმართებაში 1.5 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 2.5 თეთრით გაუფასურდება.

ხვალიდან  1 აშშ დოლარი 2.9488 ლარი ეღირება, ხოლო 1 ევროს ფასი 3.3038 ლარამდე გაიზრდება.

კონკრეტულად, ეროვნული ბანკის ახალი მონაცემებით, ხვალიდან ლარი დოლართან მიმართებაში 0.0150 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0232 პუნქტით გაუფასურდება.

დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.9338 ლარია, ხოლო 1 ევრო 3.2806 ლარი ღირს.


ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში რეკორდულად გასული თვის ბოლოს გაუფასურდა, როცა 1 აშშ დოლარის ფასმა 2.97 ლარს, ხოლო 1 ევროს ფასმა – 3.31 ლარს მიაღწია.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძემ 2 აგვისტოს განაცხადა, რომ ბოლო დღეების ტენდენციების მიხედვით, ლარი აუცილებლად დაუბრუნდება თავის მყარ ნიშნულს.

ამავე თემაზე:

ერთი აშშ დოლარი 2.91 ლარი ღირს – ახალი ანტირეკორდი

მასალების გადაბეჭდვის წესი