ეკონომიკა

კალაძე ბუნებრივი გაზის იმპორტის საკითხზე ირანში ჩასვლას გეგმავს

28 ოქტომბერი, 2015 •
კალაძე ბუნებრივი გაზის იმპორტის საკითხზე ირანში ჩასვლას გეგმავს

“პირადად მე ვგეგმავ ჩასვლას ირანში და, შესაბამისად, გვექნება საუბარი, რამდენად შესაძლებელია ბუნებრივი გაზის წამოღება და ელექტროენერგიის ლობის გაკეთება”, – განუცხადა “კურიერს” მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

კალაძე ამბობს, რომ “სოკარს” პრობლემა არ აქვს მიაწოდოს ბუნებრივი აირი მოსახლეობას, თუმცა “სოკარს” არ შეუძლია დამატებითი მოცულობების შემოტანა კომერციული პირებისთვის და სწორედ ამიტომაც  შემოაქვს საქართველოს დამატებითი მოცულობები რუსეთიდან.

კახა კალაძე
კახა კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი