ეკონომიკა

სებ: აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 2.03 ნიშნულზეა

6 თებერვალი, 2015 • • 1115
სებ: აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 2.03 ნიშნულზეა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დღეს კიდევ 0.0207 პუნქტით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის კურსით აშშ დოლართან მიმართებაში 5 თებერვალს ლარი 2.0100 ნიშნულზე იყო. 


ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი, 6 თებერვლის მონაცემებით კი 100 დოლარის ყიდვისთვის 203 ლარია საჭირო. ლარის გაუფასურების გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება 
მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი