ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას დღეიდან გაამკაცრებს

2 თებერვალი, 2015 • • 966
ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას დღეიდან გაამკაცრებს

“ჩვენი აზრით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, ინფლაციური მოლოდინები გადაიზარდოს ფასების ზრდაში. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესით ძალიან ზარალობენ ჩვენი ის მოქალაქები, რომლებსაც ვალდებულებები აქვთ დოლარში და შემოსავლები ლარში, ამიტომ ლარის კურსის გაუფასურება კიდევ გააუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც საბოლოოდ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე”,-  ეს განცხადება გიორგი ქადაგიძემ 30 იანვარს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. 

 

“ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული გადაცემის ყველა ინსტრუმენტს, ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, ეტაპობრივი და იმ მოცულობის და დოზის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”,- განაცხადა ქადაგიძემ.

 

მისივე თქმით, მთავრობასთან მოლაპრაკებების შედეგად გადაწყდა, რომ მომდევნო თვეებში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაბალანსებული ან პროფიციტული იქნება.

 

ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით, დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ლარი 2.0576  ნიშნულზე, ხოლო ევროს მიმართ 2.3247 ნიშნულზეა. საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.13 ლარი ღირს, კომერციულ ბანკში 100 დოლარის ყიდვისთვის 213 ლარი დაგჭირდებათ. ეროვნულმა ლარმა აშშ დოლარის მიმართ გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი