ეკონომიკა

აშშ დოლარის ფასმა სავალუტო ჯიხურებში 2 ლარს გადააჭარბა

24 იანვარი, 2015 •
აშშ დოლარის ფასმა სავალუტო ჯიხურებში 2 ლარს გადააჭარბა

სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვა 23 იანვარს 1,99 – 2,00 ლარად იყო შესაძლებალი. 

 

23 იანვარს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლართან ლარი 1.99350 ნიშნულზე დაფიქსირდა და კიდევ 0.0088 პუნქტით გაუფასურდა. 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს 100 აშშ დოლარის ფასი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 205 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი