23 იანვრის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ფასი “ბანკ რესპუბლიკაში” 2,039 ლარია, “პროკრედიტ ბანკში” – 2,025 ლარი, ხოლო “საქართველოს ბანკში” – 2,04 ლარი.
23 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 1.9847 ნიშნულზეა და 22 იანვარის კურსთან შედარებით ლარი დოლართან მიმართებაში 0.0308 პუნქტით გაუფასურდა.
ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს 100 აშშ დოლარი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 199 ლარი, ხოლო კომერციულ ბანკებში 2, 039 ლარი ღირს.