ეკონომიკა

ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით ლარი აშშ დოლართან კიდევ გაუფასურდა

22 იანვარი, 2015 • • 1034
ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით ლარი აშშ დოლართან კიდევ გაუფასურდა

23 იანვარს სები-ის კურსით აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 1.9847 ნიშნულზეა და 22 იანვარის კურსთან შედარებით 0.0308 პუნქტით გაუფასურდა. 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 21 თებერვალს, 17:00 საათზე დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ლარი 1,9539 ნიშნულზე იყო. დღეს კომარციულმა ბანკება 1 აშშ დოლარი 2 ლარად გაყიდეს. 

 

22 იანვრის მონაცემებით, “თიბისი ბანკში” 1 აშშ დოლარის გასაყიდი ფასი 1,995 ლარია. 

 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს 100 აშშ დოლარი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 197 ლარი, ხოლო კომერციულ ბანკებში 200 ლარი ღირს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი