ეკონომიკა

კომერციულ ბანკებში აშშ დოლარი 2 ლარი ღირს

22 იანვარი, 2015 • • 1641
კომერციულ ბანკებში აშშ დოლარი 2 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს, 21 თებერვალს, 17:00 საათზე დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ლარი 1,9539 ნიშნულზეა. ახალ გაცვლით კურსს სები დღეს გამოიტანს.  

 

1 აშშ დოლარის გასაყიდი ფასი “საქართველოს ბანკში” 2,007 ლარია, ბანკ “რესპუბლიკაში” – 2,006, ხოლო “კორსტანდარტ ბანკში”- 2,002 ლარი. 

 

22 იანვრის მონაცემებით, “თიბისი ბანკში” 1 აშშ დოლარის გასაყიდი ფასი 1,995 ლარია. 

 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს 100 აშშ დოლარი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 197 ლარი, ხოლო კომერციულ ბანკებში 200 ლარი ღირს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი