ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ფასი 2 ლარს უახლოვდება

21 იანვარი, 2015 • • 1317
1 აშშ დოლარის ფასი 2 ლარს უახლოვდება

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 20 იანვრის შემდეგ კიდევ 0,0107 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0,0039 პუნქტით გაუფასურდა. 

 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს 100 აშშ დოლარი 197 ლარი ღირს. 

 

საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 1,978 ლარი ღირს. ყველაზე მაღალი სავალუტო კურსი “თიბისი” და “საქართველოს ბანკშია”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი