ეკონომიკა

ლარი აშშ დოლართან 0.0521 პუნქტით გაუფასურდა

17 დეკემბერი, 2014 • • 1028
ლარი აშშ დოლართან 0.0521 პუნქტით გაუფასურდა

ლარი აშშ დოლართან 0.0521 პუნქტით, ხოლო ევროსთან 0.0566 პუნქტით გაუფასურდა. 

 

16 დეკემბერს ეროვნუკი ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლართან ლარი 1.8593 ნიშნულზე, ხოლო 1 ევროსთან მიმართებაში 2.3225 ნიშნულზე დაფიქსირდა. ლარის კურსმა ერთკვირიანი გამყარების შემდეგ დაცემა ისევ დაიწყო.  

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი ყოველდღიურად უფასურდებოდა. ლარის კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 2.05 ლარი შეადგინა. ერთი კვირა ლარმა აშშ დოლართან გამყარება დაიწყო. ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად 80 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა კურსის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

 

კომერციულ ბანკებში და სავალუტო ჯიხურბში 1 აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 1,95-1,96 ნიშნულზეა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი