ეკონომიკა

რუსეთის დუმაში რუბლის სხვა ვალუტით ჩანაცვლებაზე ფიქრობენ

12 დეკემბერი, 2014 • • 2264
რუსეთის დუმაში რუბლის სხვა ვალუტით ჩანაცვლებაზე ფიქრობენ

“ჩვენთან შეიძლება შეიქმნას ალტერნატიული ახალი ვალუტა, ან რომელიმე სხვა ვალუტას გავიყვანთ სხვა დონეზე. რომელიც კონკურენციას გაუწევს დოლარს და ევროს. რის შემდეგაც რუსეთის მოქალაქეებს ევროს და დოლარის ყიდვის სურვილი აღარ გაუჩნდებათ” – განაცხადა  ვიბორნიმ, თუმცა დასძინა, რომ ეს მხოლოდ ზეპირი განცხადებაა და ეს ინიციატივა ჯერ ფურცელზე არ არსებობს. 

 

ვიბორნის განცხადებით, ახალი ვალუტის შექმნაში შეიძლება ჩართონ ჩინეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, სომხეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი.

 

რუსეთის დუმაში ამ ინიციატივას მოწინააღნდეგეებიც ჰყავს. ამ საკითხს რ ეთანხმება რუსეთის დუმის საფინანსო კომიტეტის წევრი ანატოლი აქსასოვი,  რომელიც აცხადებს, რომ რუბლის დენომინაცია რუსეთის მოქალაქეებს დანაზოგებს ვერ შეუნარჩუნებს. 

 

ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსული რუბლი აშშ დოლართან 28,4%-ით და ევროს მიმართ 21,1% -ით გაუფასურდა. ბოლო მონაცემებით 1 აშშ დოლარი 56 რუბლი, ხოლო 1 ევრო 70 რუბლი ღირს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი