ეკონომიკა

“შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” შედეგები

10 აპრილი, 2014 • • 2568
“შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის”  შედეგები

პრეზენტაციას აგრობიზნესის და საბანკო სექტორის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას შეფასებით, “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი” წარმატებულია:


“2013 წლის 28 მარტს ოფიციალუარდ გაიხსნა ეს პროექტი. ამ პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოფლის მეურნების სექტორში ჩართულიმა კომპანიებმა და 14 ათასზე მეტმა მსესხებელმა შეძლო დაახლოებით 320 მილიონი ლარის აღება სხვადასხვა ბანკებიდან და მიკროსაფინანასო ორგანიზაციებიდან. მათ შეძლეს ამ თანხის ინვესტირება საკუთარ საწარმოებში. ეს პროექტი თავიდან 3 კომპონენტს მოიცავდა დღეს კი 7 კომპონენტზე ავიდა და ძალიან ფართო სპექტს ფარავს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამინებისათვის. შესაბამისა  ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროექტს და ბევრი ადამიანი შეძლებს  იაფი ფულადი  რესურსი მიიღოს.“

 

შალვა ფიფია ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში ცუდი სესხების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. მისი ინფორმაციით პროექტის ფარგლებში 400–ზე მეტი საწარმო დაფინანასდა და ახალი 70 საწარმო შეიქმნა.

 

ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით კი, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტმა მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი გაზარდა:

 

“შეღავათიანი აგროკრედიტი მნიშვნელოვანია რეგიონალური თვალსაზრისით. ხდება ადამიანების დასაქმება. სამამულო პროდუქცია იქმნება. მშპ–ში 8 პროცენტს იკავებდა სოფლის მეურნეობის წილი ახლა 2013 წელს გაიზარდა 12 პროცენტამდე. რა წილი იქნება 2014 წელს რთულია პროგნოზირება, იმედი მაქვს წილი კიდევ გაიზრდება”.


2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, აგროკრედიტის ჯამური პორტფელი 59 მილონ ლარს შეადგენდა. 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კი საკრედიტო პორტფელმა 154 მილიონი ლარი შეადგინა.  


სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში მიღებული დაკრედიტებით კახეთი, ქვემო ქართლი ლიდერობს. შემდეგ პოზიციაზეა შიდა ქართლი, სამცხე–ჯავახეთი, იმერეთი და სამეგრელო. ბოლო პოზიციებზეა გურია, რაჭა და  ლეჩხუმი.


ყველაზე მეტი კრედიტი კი დარგების მიხედვით – მეცხოველეობაზე, მეცხვარეობაზე, მემარცვლეობასა და მეღვინეობაზე გაიცა.  

 

“შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში” 13 ბანკი და 1 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მონაწილეობდა.


„საქართველოს ბანკის“ დაკრედიტების პროექტის წარმომადგენელი გიორგი არველაძე ამბობს, რომ ბანკს რომელსაც ის წარმოადგენს “შეღავათანი აგროკრედიტის პროექტში” ყველაზე მსხვილი კონტრიბიუტორია: 

“2014 წლის მარტის ბოლოსთვის 2 ათასზე მეტი კლიენტი გვყავს ამ პორექტის ფარგლებში. მათ შორის არის როგორც მსხვილი ფერმები, ისე მსხვილი გადამამუშავებელი საწარმოები. ჩვენი პორტფელი შეადგენს 80 მილიონ ლარს. პრობლემური სესხები ცოტაა. საშუალო ვადაგაცილების მაჩვენებელზე ბევრად უფრო დაბალია. კლიენტები მოტივირებულები არიან. იმიტომ რომ გადაცილების შემთხვევაში ეთიშებიან ამ პროექტს. მაქსიამლუარდ ასრულებენ ყველა იმ პირობას, რომ მათი ბიზნესი განვითარდეს.” 


არველაძის განმარტებით, რეგიონებში სესხების მიღების კუთხით კახეთი ლიდერობს: “კახეთის რეგიონი გამოირჩევა აქტივობით, მაშინ როცა არის რეგიონები მაღალმთანი, სადაც მოსახლეობა მცირეა და რეალიზაცია დაბალია. ბანკი ამას უყურებს როგორც ბიზნესს და იქ, სადაც ბიზნესის შემოსავლიანოაბა და კრედიტუნარიანობა დაბალია ბანკი ცდილობს რომ ნაკლები რისკი გაწიოს. რადგან არც კლიენტი არ დაზარალდეს და ბანკის მიერ გაცემული სახსრები ადვილად დაბრუნდეს.”     

 

“ბანკ რესპუბლიკას“ აგრობიზნესის კოორდიანტორი გიორგი ხატიაშვილი ამბობს, რომ 2013 წლის გაზაფხულიდან  2014 წლის აპრილამდე  გაცემულაია 200 სესხი:


“ძალიან დიდი მოთხოვნა არის აგროსესხებზე და კლიენტურის რაოდენობა იზრდება. 15 –20 პროცეტია ბანკის წილი პროექტის ფარგლებში. ჯამური თანხა გაცემულია 15 მილიონ ლარამდე. მოთხოვნა არის მეცხოველეობაზე მარცვლეულზე და მეღვინეობაზე.” 

   

 

კომპანია „თეთრი ქუდის“ გენერალური დირექტორი ივანე იოსელიანი ამბობს, რომ “შერავათიანი აგროკრედიტის პროექტით” 1მილიონი ლარის სესხი 1 პროცენტში 7 წლით ისესხა: 

 

“ავიღეთ შეღავათანი აგროკრედიტი მესამე კომპონენტში. დონორი იყო თავისთავად სახელმწიფო და სესხი გამოგვიყო ბანკმა „რესპუბლიკამ“. დაახლოებით 20 დღიანი პროცედურის შემდეგ დაგვიმტკიცდა ეს სესხი და ავითვისეთ. პირობები იყო უპრეცედენტო. ბაზარზე საკმაოდ ძვირი იყო აგროსესხის საპროცენტო განაკვეთები, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა ამ დარგის განვითრებას. თუმცა უკონკურენტო აღმოჩნდა ეს პროდუქტი, ვისარგებლე. მოვახდინე საწარმოს გადაიარაღება. წარმადობა გავზარდეთ 30 პროცენტით. ჩავანაცვლეთ იმპოტი და დავიწყეთ საექსპორტო ბაზრების ათვისება.” 

 

 

ივანე იოსელიანი ამბობს, რომ პორექტის მთავარი ხარვეზი ის არის რომ თანხა ლიმიტირებულია და ბიზნესის მომავალი განვითარებსითვის ამ პროდუქტით ვეღარ ისარგებლებს.

 

 

პროექტის ფარგლებში გაცემული სესხების მონიტორინგს ბანკის წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში გაცემული სესხები მიზნობრივად დაიხარჯა.  



 

  

მასალების გადაბეჭდვის წესი