ეკონომიკა

ხადური: როცა სტუმრებს მივიღებ, განვმარტავთ, გაიმართა თუ არა მიღება მინისტრის სახელით

28 იანვარი, 2014 •
ხადური: როცა სტუმრებს მივიღებ, განვმარტავთ, გაიმართა თუ არა მიღება მინისტრის სახელით

ამ კომენტარით ნოდარ ხადური ფინანასთა სამინსტროს მიერ სტუმრების მიღებისთვის გაწეული ხარჯების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

 

“სტუმარი რომ მოგდით სახლში, ხომ მასპინძლობთ?” – ამ კითხვით მიმართა ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს.  

 

“ვახშამი მოეწყო ყვარელში. ესწრებოდა ღონისძიებას 15 ქვეყნის ფინანსთა მინისტრი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჰოლანდიის და ბელგიის ჯგუფების წარმომადგენლები. ექსკურსიაზე წავიყვანეთ კოლეგა მინისტრები და ცენტარლური ბანკის მმართველები. მათ შორის იყო უკრაინის ცენტრალური ბანკის მმართველი. მოლდოვას ფინანასთა მინისტრი… ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება. იყვნენ სავალუტო ფონდის დირექტორები, რომლებიც ჩვენ გვფარავენ, და თავისთავად, როცა ასეთი დონის სტუმრები ჩამოდიან, მათ ვახშმითაც უნდა გაუმასპინძლდე და ექსკურსიაზეც  უნდა წაიყვანო. იყვნენ წინანდალში, იყვნენ გრემში, თუ არ ვცდები, სიღნაღშიც. შემდეგ იყო ვახშამი. ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ეკონომიური ვყოფილიყავით, თუმცა არის ხარჯები, რომელსაც ჩვენ ვერ გადავალთ” – განაცხადა ხადურმა.   

 

ხადურის თქმით, იგეგმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეხვედრა, სადაც 1 500 კაცი ჩამოვა:

 

“საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია მათ უმასპინძლოს. აქ არაფერი უცნაური არ არის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველა სტუმარი ჩამოვა და იქვე მიეთითება, მიღება გაიმართა თუ არა მინისტრის სახელით. მარტში გვაქვს დაგეგმილი ღონისძიება, 80–მდე ქვეყნიდან საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელები ჩამოვლენ. აპრილში აზიის განვითარების ბანკის შეხვედრა გაიმართება და თბილისში და 30–ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვლენ მაღალი დონის თანამდებობის  პირები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი