ეკონომიკა

საქართველო აზიის განვითარების ბანკიდან 73 მლნ აშშ დოლარის კრედიტს მიიღებს

19 დეკემბერი, 2013 •
საქართველო აზიის განვითარების ბანკიდან 73 მლნ აშშ დოლარის  კრედიტს მიიღებს

ფული
ფული

ფინანსთა სამინისტროში ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მესამე ტრანშის საპროექტო შეთანხმება დღეს გაფორმდა. ორივე ხელშეკრულებას აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ხელი   ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს გერნჰაუზერმა მოაწერა, საქართველოს მხრიდან სასესხო ხელშეკრულებას –ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ხოლო საპროექტო ხელშეკრულებას – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილმა.    

 

სესხის ხელშეკრულების თანახმად, საქართველო აზიის განვითარების ბანკიდან 73 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კრედიტს მიიღებს. კრედიტის ფარგლებში ორი მნიშნელოვანი პროექტი დაფინანსდება, კერძოდ, თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთის მოდერნიზაცია, რომლის საპროექტო ღირებულებაც 65,5 მლნ დოლარია, ასევე, ანაკლიის ნაპირდამცავი სამუშაოების მეორე ფაზა, რომლის ღირებულებაც 7,5 მლნ დოლარია. მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ ორივე პროექტის განხორციელების შემთხვევაში  ფინანსური სახსრები  ორ ეტაპადაა გაყოფილი. შესაბამისად, მესამე ტრანშიდან პროექტების განსახორციელებლად სამუშაოების სწორედ მეორე ფაზა იქნება დაფინანსებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი