2013 წლის 5 დეკემბერს, 17:00 საათზე ეროვნული ბანკის საიტზე გავრცელებული სავალუტო კურსის თანახმად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1,7009 ნიშნულზე დაფიქსირდა. 4 დეკემბერს 1 აშშ დოლარი 1,7050 ლარი ღირდა. 

 

ეროვნული ბანკი მონეტარულ ინსტრუმენტებს იყენებს და ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად ფულის მასის შემცირებას ახდენს.

 

2013 წლის 5 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.7005 შეადგინა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *