3 დეკემბერს 1 დოლართან მიმართებაში ლარი 1.6967 ნიშნულზე დაფიქსირდა. 4 დეკემბერს კიდევ 0.0055 პუნქტით გაუფასურდა და 1.6970 შეადგინა.
ლარის კურსის ვარდნის მიუხედავად, მთავრობასა და ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საგანგაშო არაფერია.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლარის კურსის ვარდნას სეზონურ ფაქტორს უკავშირებს. დღეს ფინანსთა მინისტრმა ამ საკითხზე შემდეგი კომანტარი გააკეთა:
„თავისთავად ცხადია, რომ ეს სეზონურია. სეზონურობა იმას ნიშნავს, რომ ახლა დოლარზე მოთხოვნა იზრდება, რადგან თუნდაც საახალწლოდ სხვა ქვეყნებიდან იმპორტი უფრო მეტი უნდა იყოს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ თოვლი მოვიდა და გაიზრდება ტურისტთა რაოდენობა, რომლებიც ასევე დოლარს შემოიტანენ. ასევე გაიზრდება უცხოეთიდან დოლარის ჩარიცხვა, ვინაიდან ყველა ოჯახი გადმორიცხავს საახალწლოდ დოლარს თავის ახლობლებთან. გარდა ამისა, ექსპორტია გააქტიურებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბევრი დოლარი უნდა შემოვიდეს. ამდენად, ამ მიმართულებით პრობლემებს საერთოდ ვერ ვხედავ“.