ეკონომიკა

EBRD–ის 10 წელი საქართველოში

18 ნოემბერი, 2013 • • 1137
EBRD–ის 10 წელი საქართველოში

 

ბრუნო ბალვანერას განცხახდებით, საქართველოში EBRD–ი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტს სამი წლით გააგრძელებს და ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შემცირების მიუხედავად ეს პროექტი გაგრძელდება. 

 

პროექტის 10 წლის შედეგების პრეზენტაციას სასტუმრო “რედისონში” შედგა, რომელსაც ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი და ევრობანკის მცირე ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის რეგიონალური დირექტორი კავკასიასა და თურქეთში იააპ სპრეი ესწრებოდნენ.


საქართველოსში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის, ფილიპ დიმიტროვის შეფასებით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია:


“EBRD–ი საქართველოში დიდი ხანია მუშაობს. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოში უნდა განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი და მათი პროდუქცია გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე.” 


ევროპიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვეთის და ბელორუსის განყოფილების ხელმძღვანელის, ბრუნო ბალვანერას შეფასებით, ევრობანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის გუნდმა, რომელიც დაფინანსებულია ევროგაერთიანების მიერ, ბოლო 10 წლის განმავლობაში 750–ზე მეტი საკონსულტაციო პროექტი განხორციელდა:


“2003 წლიდან დღემდე ბიზნეს–საკონსულტაციო მომსახურებისთვის EBRD–ს საქართველოში მიღებული აქვს 5,36 მილიონიო ევრო დონორებისგან. მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ზრდის პოტენციალის მქონე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, სთავაზობს საკონსულტაციო პროექტების თანადაფინანსებას და ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. პროგრამა ასევე ახორციელებს ადგილობრივი კონსულტანტების პროფესიულ გადამზადებას სხვადასხვა სფეროში სამუშაო შეხვედრებში ორგანიზებისა და ტრენინგების სახით. ამ პროექტში საწარმოების თანამონაწილეობა 3.1 მილიონ ევროს შეადგენდა.”    

მასალების გადაბეჭდვის წესი