ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ლარის კურსის დასტაბილურობას ელოდება. მისი თქმით, ლარის ამჟამინდელი გაუფასურება მოკლევადიანი თემაა და ის თურქული ლირის ვარდნას უკავშირდება:
“ის, რაც დღეს ხდება ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ეს არის ის ვოლატილობა, რომელიც აისახება თურქეთის ლირასთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს არის მოკლევადიანი თემა. ჩვენ დასტაბილურებას ველოდებით”, – თქვა გახარიამ.
14 დეკემბრისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.6599 ლარი ღირს, რაც დღეისთვის დადგენილ კურსს 0.0445 ერთეულით აღემატება.
5 თეთრზე მეტით გაძვირდა ევროც. 14 დეკემბრისთვის დადგენილი კურით, 1 ევრო 2.8222 ლარი ღირს, რაც 13 დეკებრისთვის დადგენილ კურსს 0.0509 ლარით აღემატება.
კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ფასი 2.7 ლარს აჭარბებს.