ხელოვნება

რურუა: საქართველოში კონცერტების გამართვა MTV-ს ინიციატივაა

3 ნოემბერი, 2010 • • 1162
რურუა: საქართველოში კონცერტების გამართვა MTV-ს ინიციატივაა

დღეს გამართულ მთავრობის სხდომის შემდეგ საქართველოს კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში კონცერტების გამართვა თავად MTV-ს ინიციატივაა.

რურუას თქმით, კულტურის სამინისტრო ამ ეტაპზე MTV-სთან არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

,,ლაპარაკია MTV-ს მხრიდან ინიციატივის გამოთქმაზე, რომ მათ საქართველოში ჩაატარონ თავიანთი კონცერტები. ჩვენი ინიციატივა ეს არ არის. ჯერ იდეის დონეზეა ყველაფერი’’, – განაცხადა ნიკა რურუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი