პროექტი “აღმოაჩინე ელიავა” გრძელვადიანი პროექტია, რომელიც 2012 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. პროექტი მიზნად ისახავს ხელოვანების დახმარებით საზოგადოების ყურადღების მიმართვას გარემოზე უარყოფითი გავლენის შესამცირებლად, მისი დაცვისა და რესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობებისკენ, საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ  ჯგუფებს შორის დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების პროცესის ხელშეწყობას.
 

პროექტი გულისხმობს არსებული მდგომარეობის მიმართ ყურადღების კრეატიული და ინოვაციური მეთოდებით გამახვილებას, საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას და პრობლემის გადაწყვეტის არატრადიციული გზების შეთავაზებას.
 
 
ნასტასია არაბულის, კომუნიკაციების სპეციალისტის თქმით, ელიავას ბაზრობა ეკოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადგილია თბილისში და სწორედ ამიტომ შეირჩა იგი. ხელოვანებს პროექტის ფარგლებში ურთიერთობა უნდა დაემყარებინათ ელიავაზე მომუშავე ადამიანებთან და მათთან თანამშრომლობით უნდა შეერჩიათ საჭირო მასალა სკულპტურების შესაქმნელად. 
 

გამოფენა აღმოაჩინე ელიავა
გამოფენა აღმოაჩინე ელიავა

პროექტი “აღმოაჩინე ელიავა” წარმოადგენს გეოეარის და კულტურისა და მენეჯმენტის კოლაბორაციას, რომელიც ხორციელდება GALA (Green Art Lab Alliance) ფარგლებში ევროკავშირის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით.

 

“აღმოაჩინე ელიავა” 2014 წელს დონიკასა და კატერინას გარდა კიდევ 4 სხვა ხელოვანს უმასპინძლებს. მათგან ორი, პოლონელი იზაბელა როგუცკა და ქართველი გიორგი მაღრაძე უკვე მუშაობენ ერთობლივ პროექტზე და მათი გამოფენა 16 ივნისს გაიმართა.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *