საქართველოში ფესტივალის ჩატარება ყირიმში განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაწყდა.
ფესტივალი უკრაინაში 1992 წლიდან იმართებოდა, თავდაპირველად ის არცთუ ისე მასშტაბური იყო, თუმცა ბოლო წლებში ფესტივალს 150 000–მდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ტურისტები.
“დროა ჩაალაგოთ თქვენი ყვითელი ჩემოდნები”, – წერია ფესტივალის ვებ–გვერდზე, სადაც პროგრამის დათვალიერება უკვე შესაძლებელია. ყვითელი ჩემოდანი ფესტივალის სიმბოლოა, ფესტივალის მონაწილეებსაც ძირითადად ყვითელი და სტაფილოსფერი ტანსაცმელი აცვიათ.
ვებ–გვერდზე ბილეთების, იგივე ViZa–ს ყიდვა 22 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.








