საზოგადოებახელოვნება

გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა ინკლუზიური თეატრის დასახმარებლად

21 აპრილი, 2016 • 2921
გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა ინკლუზიური თეატრის დასახმარებლად

დღეს , “ქალთა ფონდის” ორგანიზებით, “ევორპის სახლში” ქართველი ფოტოგრაფის, გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა სახელწოდებით “და” გაიმართა. გამოფენა საქველმოქმედოა და შემოწირული თანხა ინკლუზიური თეატრის, “ალტერ დრამის” განვითარებას მოხმარდება.

გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა - "და" 21.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა – “და” 21.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ორგანიზაცია 2015 წელს დაარსდა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს, მათ ოჯახებს, ხელოვანებსა და ფსიქოლოგებს აერთიანებს.

“ეს ადამიანები ძალიან დიდი ხანია თანამშრომლობენ. მათმა ინიციატივებმა  განაპირობა ის, რომ დაფუძნდა ჩვენი ორგანიზაცია” – ამბობს “ალტერ დრამის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თაკო კიკნაველიძე.

მისი თქმით, ორგანიზაციამ უკვე განახორციელა ერთი პროექტი. მათი ორგანიზებით, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის “პატარა პრინცი” მოძრაობის თეატრის სცენაზე დაიდგა. კიკნაველიძე ამბობს, რომ ინკლუზიური თეატრის ფუნქციონირებას დიდი ფინანსური რესურსები სჭირდება:

“თითოეულ ოჯახს, ვისთანაც ცხოვრობს შშმ პირი, ძალიან დიდი ენერგია, სახსრები და შრომა სჭირდება. თეატრი კი არის ის საშუალება რომელიც მაქსიმალურად კომპლექსურად უგვარებს მათ ამ პრობლემებს. ჩვენ რომ ახალი დადგმა განვახორციელოთ, ამისთვის უპირველეს ყოვლისა გვჭირდება სივრცე. ის თანხა კი, რასაც დამთვალიერებლები შემოგვწირავენ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოხმარდება სივრცის დაქირავებას, რომ შევძლოთ რამე ახლის გაკეთება”.

"ალტერ დრამის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ კიკნაველიძე 21.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ალტერ დრამის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ კიკნაველიძე 21.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ქალთა ფონდის” წარმომადგენლის, გუკა ვედიაშვილის თქმით, მათთვის ასეთი ინიციატივების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

“ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა შშმ პირვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. გარდა ამისა, გამოფენა ეხება არაორდინარულ ქალს, რომელსაც სულ ჰქონდა პრობლემა საზოგადოებაში ინტეგრაციის. დღესდღეობით ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის და სწორედ ამიტომ, “ქალთა ფონდი” ცდილობს გაზარდოს საზოგადოებაში ცნობადობა საკითხის მიმართ,” – ამბობს ვედიაშვილი.

გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა - "და" 21.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა – “და” 21.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

დღევანდელი თარიღი მნიშვნელოვანია თავად ფოტოგრაფისთვისაც. გურამ წიბახაშვილმა დღევანდელი გამოფენა საკუთარ დას მიუძღვნა, რომელიც ერთი წის წინ გარდაიცვალა:

“ეს არის ჩემი დის ფოტოები. ის შარშან გარდაიცვალა 53 წლის ასაკში. ითვლება, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანისთვის ეს საკმაოდ დიდი ასაკია. წლისთავი ტრადიციულად არის ხსოვნის დღე და გადავწყვიტე, მისი ხსოვნისთვის ასეთი სახით მიმეგო პატივი”.

გამოფენილი ფოტოების ნაწილი საოჯახო ალბომიდანაა, ნაწილი კი თავად წიბახაშვილის შემოქმედებაა.

გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა - "და" 21.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა – “და” 21.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გურამ წიბახაშვილის ფოტოების გამოფენა “ევროპის სახლში” 28 აპრილამდე გაგრძელდება. შემოწირული თანხა კი სრულად გადაერიცხება ინკლუზიურ დასს, “ალტერ დრამას”.

გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა - "და" 21.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა – “და” 21.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა - "და" 21.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა – “და” 21.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გურამ წიბახაშვილის გამოფენა

გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა – “და” 21.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი