უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, დეპუტატები პოლონურ დელეგაციას სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ესაუბრნენ:

 

“ძალიან კარგია, რომ მარშალმა ბოგდან ბორუსევიჩმა გამონახა დრო და ასეთ მნიშვნელოვან დროს ჩამოვიდა საქართველოში. პოლონეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ერთ–ერთი არქიტექტორი გახლავთ, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია პოლონურ მხარესთან აქტიური ურთიერთობა. სწორედ ევროპული ინტეგრაცია, ევროკავშირთან შემდგომი თანამშრომლობა, ნატოში გაწევრიანების პროცესი, მაპის მიღების პერპსპექტივა – ეს ერთი დიდი ბლოკი იყო, რაზეც ვისაბურეთ.”

 

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონალურ უსაფრთხოებაზე ისაუბრეს. ბაქრაძე აღნიშნავს, რომ პოლონეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის ერთ–ერთი მთავარი მხარდამჭერია:

 

“პოლონეთის როლი რეგიონალურ უსაფრთხოებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ამიტომ ტერიტორიული მთლიანობა, რეგიონული უსაფრთხოება და რუსეთი იყო მეორე ბლოკი, რაზეც ვისაუბრეთ. “

 

დეპუტატებმა პოლონელ კოლეგებს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც მიაწოდეს ინფორმაცია. ბაქრაძე განმარტავს, რომ საუბარი მეორე ტურს, “ნაციონალური მოძრაობის” შანსებს და ზოგადად შიდაპოლიტიკურ ვითარებას შეეხო.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *