ეკონომიკა

გიორგი კოდუა: მთავრობა ავიაბაზარზე მონოპოლიებს უზრუნველყოფს

27 მაისი, 2014 • • 2547
გიორგი კოდუა: მთავრობა ავიაბაზარზე მონოპოლიებს უზრუნველყოფს

ამის შესახებ გიორგი კოდუამ დღეს “პირიმზის” შენობაში მდებარე “ეარ კავკაზუსის” წარმომადგენლობაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა:


“ეარ კავკაზუსმა ავიაბაზარზე საქმიანობა 2013 წლის ივლისიდან განაახლა. ჩვენი პარტნიორია სინგაპურული “ევრაზია ეარლაინსი”.  როცა ავიაკომპანიის სტრუქტურა ბოლომდე ჩამოყალიბდა და ახალი თვითმფრინავები ჩამოვიყვანეთ საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჩამოგვართვა ლიცენზია და გაგვიუქმა ავიაკომპანია. მივმართავ მთავრობას, პრემიერ–მინისტრს და ეკონომიკის მინისტრს, რომ მიეცეთ უცხოელ ინვესტორებს საქართველოში საქმიანობის უფლება. ჩვენ არ ვითხოვთ ფულად კრედიტებს, ჩვენ ვითხოვთ, რომ ის ინვესტიცია, რაც ჩაიდო ავიაციაში, იყოს დაცული და ინვესტორს ნუ გააქცევენ საქართველოდან.” 

 

გიორგი კოდუას განცხადებით, “ეარ კავკაზუსს” ლიცენზია 2014 წლის 15 მაისს შეუჩერდა და კომპანია გაუქმდა: 


“ლიცენზიის შეჩერების მიზეზია ის, რომ ჩვენ მოვითხოვეთ ფრენის უფლების მიღება კომერციულად მომგებიან მიმართულებებზე. მაგალითდ, როგორიცაა მინსკი, მოსკოვი, თელავივი, ერაყი, რაზეც დაუსაბუთებელი უარი მივღეთ. აქედან ჩნდება ეჭვი, რომ მთავრობას ავიაბაზარზე მონოპოლიების და მაღალი ფასების შენარჩუნება უნდა. ხდება მონოპოლიებისთვის დახმარების აღმოჩენა ხელოვნურად. შეგიძლია იფრინო იქ, სადაც არ არის მონოპოლია და კომერციულად მიმზიდველი რეისები შეუღწევადია. მაგალითად, ჩვენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გვითხრეს, თუ გინდათ მოსკოვის და ბელორუსის მიმართულებით ფრენა, ამ ქვეყნებს უნდა მიმართოთო. იქიდან კი გვიპასუხეს, რომ რეისების მინიჭების უფლება საქართველოს ავიაცსიის სააგანტოს აქვს, ჩვენ საქართველოს ცა გავუხსენით და მხოლოდ ეს არის ჩვენი პრეროგატივაო. ეს თვეები გაგრძელდა. ინვესტორებმა მოიკითხეს, რატომ არ დაფრინავთო, მე ავუხსები, რომ ლიცენზია მოგვცეს, მაგრამ საინტერესო მიმართულებები დაბლოკეს.”


გიორგი კოდუა აცხადებს, რომ თუ არ აღუდგა “ეარ კავკაზუსს” ფრენების შესრულებაზე ლიცენზია უახლოეს პერიოდში, სინგაპურელი ინვესტორი, რომელმაც, ჯამში, 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, კაპიტალს უკან გაიტანს:


“ახლი შეთანხმების საფუძველზე ინვესტორი კომპანიაში ბრუნდება, მაგრამ თუ ლიცენზიას ვერ მივიღებთ, კაპიტალს უკან გაიტანს. მაინტერესებს, რა არის მთავრობის მთავარი ინტერესი- აამუშავოს კომპანიები, თუ მოქმედებიც შეაჩეროს.”


გიორგი კოდუას შეფასებით, ავიაბაზარის გადანაწილების პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს:


“2000 წელს ამ პროცესს აკონტროლებდა შს მინისტრი კახა თარგამაძე. შემდეგ ეს სეგმენტი მემკვიდრეობით მიიღო ივანე მერაბიშვილმა. ახლა ალბათ ისევ შსს აკონტროლებს. შსს მართავს ავიაციას, რომ გადავხედოთ ისტორიას და ღრმად ჩავიდეთ, კახა თარგამაძემ ჩამოაყალიბა ეს სქემა. მისი მოაადგილე კახა ბაკურაძე იყო წილში “აირზენაში”. მერე მოვიდა ივანე მერაბიშვილი, შემდეგ ეს წიგნაკი გადაეცა მას. შემდეგ – ახალ მინისტრს. ჩვენ მივდივართ ეკონომიკის სამინისტროში და ეს უწყება გვგონია ჩვენი პატრონი. მივმართე ეკონომიკის სამინისტროს და ეჭვი მეპარება, ეს უწყება ლოცენზირების საკითხს წყვეტდეს. შსს–ში რომ მივიდე, მეტყვიან, აქ რა გინდა? “


გიორგი კოდუას განცხადებით, მან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლიცენზიის აღდგენის მოთხოვნით უკვე მიმართა. კოდუა აცხდებს, რომ თუ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდა, სასამართლოს მიმართავს. 


გიორგი კოდუას ძმა სოდ–ის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა ამ დროისათვის მიმალვში იმყოფება. გიორგი კოდუას უფროს ძმას, დავით კოდუას კი 2104 წლის 3 მაისს აბაშიძის ქუჩაზე ყოფილი ბიზნესპარტნიორი ნოშრევან ნამორაძე დაესხა თავს. ამ დროისათვის დავით კოდუა რეაბილიტაციის კურსს თბილისში გადის.   





 





 


მასალების გადაბეჭდვის წესი