სამართალი

პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით აჭარაში ექვსი პირი დააკავეს

12 თებერვალი, 2014 • 1626
პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით აჭარაში ექვსი პირი დააკავეს

 

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაცით, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში რამდენიმე ადგილას ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დააკავეს სასტუმრო „იქსის“ და კაფე-ბარ „დუნიას“ მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე ირადა ა, სასტუმრო „დელფინის“ დროებითი მფლობელი, თურქეთის მოქალაქე იჰატ ი., სასტუმრო „ირას“ მფლობელი ჯემალ ბ., სასტუმრო „ნინის“ დროებითი მფლობელი გოჩა ბ., სასტუმრო „ასმინის“ დირექტორი, თურქეთის მოქალაქე მუნირ თ. და სასტუმრო „პალანდოკენის“ დირექტორი თურქეთის მოქალაქე ახმედ ქ.

 

შსს-ს ინფორმაციის თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ქალბატონებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდნენ ადგილს. სამართალდამცველებმა აღნიშნულ სასტუმროებში და კაფე-ბარში მომუშავე პირები მოწმის სახით დაკითხეს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, 254-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი