საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ლაფანყურში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი კაპიტანის, იოსებ წიკლაურის დაკრძალვის ცერემონიას საგარეჯოს რაიონის სოფელ რუსიანში დაესწრო.

 

“მიხეილ სააკაშვილმა გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და მის ახლობლებს თანადგომა გამოუცხადა. იოსებ წიკლაური გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა და ჯილდო ოჯახს გადაეცა,”- ნათქვამია განცხადებაში. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *