“13 თიბათვისა” – პრემიერა თბილისის თოჯინების თეატრში

13 მარტს თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში ახალი სპექტაკლის “13 თიბათვისა” პრემიერა შედგება. სპექტაკლი 13 ივნისის მოვლენებს მიეძღვნება.

“სპექტაკლის ძირითადი სიუჟეტური ხაზის პარალელურად, „თეატრის მაღალი სცენიდან“ ფემინიზმზე, პატრიარქატზე, მშრომელთა უფლებებსა და ურბანულ პრობლემებზე გველაპარაკებიან. პერსონაჟები ცდილობენ მოგვიხაზონ ის უსასრულო წრე, რომელზეც დიდი ხანია ხელჩაკიდებულები დავდივართ,” – ამბობენ თეატრში.

სპექტაკლი 13+ მაყურებლისთვისაა განკუთვნილი. პიესა, რეჟისურა, სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება გურამ მაცხონაშვილს ეკუთვნის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი