ფშავში, სოფელ კანატიაში მანქანის მოძრაობისას ხიდი ჩავარდა.
როგორც ნეტგაზეთს დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ხიდიდან გადავრდნილ მანქანაში ერთი ადამიანი იჯდა, რომელიც არ დაშავებულა.
მათივე განცხადებით, აღნიშნული ხიდი საფეხმავლო იყო და მასზე მანქანით გავლა ისედაც არ შეიძლებოდა. მათი თქმით, მანქანით გადაადგილებისას სოფლის შემოვლითი გზით უნდა ესარგებლათ.
როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ხიდის რეაბილიტაცია ზეგიდან, 9 ოქტომბრიდან, დაიწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
