ახალი ამბები

რიონის ადიდების გამო სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე მშენებარე ხიდი დაზიანდა – გზების დეპარტამენტი

21 თებერვალი, 2023 • 1267
რიონის ადიდების გამო სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე მშენებარე ხიდი დაზიანდა – გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ დააზიანა  სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე მდინარეზე მშენებარე ხიდი.

კერძოდ, მათი ცნობით, დაზიანებულია ხიდის მე-8 ბურჯი.

ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი