გურჯაანის სოფელ კოლაგში 38 წლის მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში მამაკაცი სოფელში არ გამოჩენილა, არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა, მოგვიანებით კი მეზობლებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
სს “ნეტგაზეთს” ინფორმაცის უდასტურებს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.